ფეხბურთი

14:25 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იულიან ნაგელსმანი: "საქართველო კარგი მაგალითია იმისა, რომ 24-გუნდიანი ფორმატი უკეთესია"

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 16-გუნდიანი ფორმატი 24-გუნდიან ფორმატს არ სჯობდა.

როგორც მან აღნიშნა, 24 მონაწილე რომ უკეთესია, საქართველოს ნაკრები ამის კარგი მაგალითია:

"მე ასე არ ვფიქრობ: პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ყოველთვის საინტერესოა და ამის მაგალითი საქართველოს ნაკრებია. ისინი ყოველ მატჩში უმატებენ და ეს წარმოუდგენელია. განსაკუთრებული ტურნირია და კარგი ფორმატი აქვს“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულით გადალახა და 30 ივნისს, მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

0.11214