ფეხბურთი

11:46 | 29.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დარვინ ნუნიესმა თითქმის 100 წლის წინანდელი ურუგვაის ნაკრების რეკორდი გაიმეორა

გუშინ, 28 ივნისს, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბოლივიას 5:0 მოუგო

„ლივერპულის“ შემტევმა დარვინ ნუნიესმა ერთი ბურთი შეაგდო და ზედიზედ გატანილი გოლების სერია შვიდ თამაშამდე გაახანგრძლივა. ამრიგად, 25 წლის ფეხბურთელმა გაიმეორა ურუგვაის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელის ექტორ სკარონეს რეკორდი, რომელმაც ასევე ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა (1927 წლის აგვისტოდან 1928 წლის ივნისამდე).

ნუნიესის დებიუტი „ლა სელესტეში“ 2019 წლის ოქტომბერში შედგა. თავდამსხმელმა ეროვნულ ნაკრებში 25 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

0.115922