ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და დღეს, 29 ივნისს, მერვედფინალური რაუნდი დაიწყება.
ამასთან დაკავშირებით პოპულარულმა პორტალმა 90 Minutes-მა ევრო 2024-ის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის 10 საუკეთესო მოთამაშე:
ჯამალ მუსიალა - გერმანია (ბაიერნი);
მარსელ ზაბიტცერი - ავსტრია (ბორუსია დორტმუნდი);
ფაბიან რუისი - ესპანეთი (პსჟ);
ნიკო უილიამსი - ესპანეთი (ატლეტიკი);
გიორგი მამარდაშვილი – საქართველო (ვალენსია);
ილკაი გიუნდოგანი - გერმანია (ბარსელონა);
ჟორჟ მიქაუტაძე - საქართველო (მეცი);
ჯანლუიჯი დონარუმა - იტალია (პსჟ);
არდა გიულერი - თურქეთი (მადრიდის რეალი);
კოდი გაკპო - ნიდერლანდები (ლივერპული).
დღეს, 29 ივნისს, 1/8 ფინალში შვეიცარია იტალიას, ხოლო გერმანია დანიას დაუპირისპირდება.