კალათბურთი

18:22 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

FIBA: “ოლიმპიადაზე გასვლის შემთხვევაში თბილისის ქუჩებში მილიონობით ადამიანს უნდა ველოდოთ“

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს დაწყებამდე რიგაში გასამართი A ჯგუფის პრევიუ გააკეთა, სადაც საქართველოს შანსებზეც ისაუბრა.

„მსოფლიოს გარშემო ქართველების სახელები გაუჩერებლად ტრიალებს - გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე - ქვეყნის გმირები ევრო 2024-ზე. A ჯგუფში მათ იმედი აქვთ, რომ პოტენციურად ასეთ გმირებად იქცევიან თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც.

პორტუგალიის დამარცხების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა. რამდენიმე დღეში კიდევ უფრო გიჟური მიღწევა შეიძლება დააფიქსიროს მათმა საკალათბურთო ნაკრებმა. თუ ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში საფეხბურთო ნაკრების წარმატების შემდეგ, კალათბურთელთა მიერ ოლიმპიადაზე გასვლის შემთხვევაში მილიონობით გახარებულ ადამიანს უნდა ველოდოთ“ - წერია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ FIBA საკვანძო თამაშად პირველივე დღეს, საქართველოსა და ლატვიას შორის გასამართ მატჩს მიიჩნევს, თუმცა ჯგუფის ფავორიტად ლატვიას, Underdog-ად კი ფილიპინებს ასახელებს.

საქართველოსა და ლატვიის შეხვედრა 2 ივლისს, რიგაში გაიმართება.

0.11434