ფეხბურთი

15:47 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რომანო: „მიქაუტაძე „მონაკოში“ გადასვლას დათანხმდა“

„მონაკომ" პერსონალურ კონტრაქტზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესთან - გვამცნობს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

მონეგასკებმა „მეცს“ 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის შეთავაზება უკვე გაუგზავნეს. კლუბს ტრანსფერის დახურვა ევრო 2024-ის დასრულებამდე სურს.

გასულ სეზონში მიქაუტაძემ ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ევრო 2024-ზე ფორვარდმა სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა.

პორტალი Transfermarkt მის ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს.

0.114701