ფეხბურთი

10:24 | 28.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ვილია: „წინ საქართველოს ნაკრებთან თამაშია, რომელიც ესპანელებს ცხოვრებას აუცილებლად გაურთულებს.“

ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა დავიდ ვილიამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ეროვნული ნაკრების პოტენციალზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ესპანეთს შეუძლია ძალიან შორს წავიდეს. ბიჭები თავიანთი შესრულებით გვაძლევენ სიამაყის მიზეზს. მიხარია, რომ ახლა გუნდს აქვს ევროპის ჩემპიონობის რეალური შანსი. მჯერა ესპანეთის წარმატების, მაგრამ გამარჯვებული ერთია, ამის მიღწევა რთული იქნება. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა იგივე სულისკვეთებით გაგრძელება. წინ საქართველოს ნაკრებთან თამაშია, რომელიც ესპანელებს ცხოვრებას აუცილებლად გაურთულებს. მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიაროთ მიზნისკენ“, - ციტირებს ვილიას სიტყვებს Mundo Deportivo.

ესპანეთის ნაკრებმა ცხრა ქულა დააგროვა და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე „ფურია როხამ“ იტალიის, ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებებს მოუგო. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის ნაკრები საქართველოს შეხვდება.

0.153117