დღეს NBA-ში დრაფტის მეორე რაუნდი მიმდინარეობს, სადაც ცნობილი გახდა, რომ 55-ე პიკად, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ლებრონ ჯეიმსის ვაჟი, ბრონი ჯეიმსი აირჩია.
ბოლო წლების განმავლობაში NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე ხშირად ამბობდა იმას, რომ კარიერის დასრულებამდე სურდა შვილთან ერთად ეთამაშა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მას ეს ოცნება აუხდინა.
უმცროსი ჯეიმსი გასულ წელს USC-ის რიგებში თამაშობდა, სადაც 25 შეხვედრა ჩაატარა და მასში საშუალოდ 4.8 ქულას, 2.8 მოხსნას და 2.1 გადაცემას აგროვებდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრონის ზაფხულში ვარჯიშის დროს გულზე პრობლემები შეექმნა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
კალიფორნიულმა კლუბმა გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეიინში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანაც პლეიოფშიც მოხვდა, თუმცა პირველივე რაუნდში „დენვერ ნაგეთსთან“ 1:4 დამარცხდა, რის შემდეგაც გუნდი მთავარმა მწვრთნელმა, დერვინ ჰემმაც დატოვა. აღსანიშნავია, რომ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ წლის დასაწყისში ისტორიაში პირველი In-Season Tournament-ი, ანუ NBA-ის თასი მოიგო.