ბოლო პერიოდში ევრო 2024-ის გარშემო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფოტო ლამინ იამალს ეხებოდა, რომელიც ტურნირის მიმდინარეობისას გამოცდებისთვის ემზადებოდა. როგორც ირკვევა, მან გამოცდები ჩააბარა და სრულ კონცენტრაციას ფეხბურთს დაუთმობს.
ესპანური მედიის მტკიცებით, „ბარსელონას“ 16 წლის შემტევს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას სწავლისთვის გაწეული შრომა დაუფასდა და გამოცდების ჩაბარება შეძლო, რის გამოც 1/8 ფინალური მატჩისთვის, სადაც ესპანეთი საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება, მთელი ყურადღებით მოემზადება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 3-დან 3 მოგებით და გოლის გაშვების გარეშე დაძლია, იამალმა კი პირველი ორი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მესამე მატჩში მოედანზე ცვლილებაზე გამოვიდა.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს, 23:00 საათზე, კიოლნში გაიმართება.