ფეხბურთი

23:36 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ „სლოვანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბრატისლავის „სლოვანთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.

“ძალიან ბედნიერი ვარ „სლოვანში“ თამაშით. ბოლო 3 წელი გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში. ეს გუნდი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია. ძალიან მიხარია კონტრაქტის გახანგრძლივება და ის ფაქტი, რომ ამ გუნდის მაისურს კიდევ 1 წლით მოვირგებ. რა თქმა უნდა, კვლავ ვეცდები, რომ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო“ - განაცხადა კაშიამ.

გურამ კაშია „სლოვანს“ 2021 წელს შეუერთდა, გუნდში 119 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა. ქართველმა მცველმა გუნდთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.

სხვადასხვა დროს, გურამ კაშია „დინამო თბილისის“, „ლოკომოტივის“, არნემის „ვიტესის“ და „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა. ამჟამად, 36 წლის ცენტრალური მცველი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, „სლოვანი“ კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ დატოვა.

0.12381