ფეხბურთი

17:22 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტე: “პორტუგალიის დამარცხებით მიღებული მოტივაცია საქართველოს უფრო სახიფათოს ხდის“

ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში მეტოქედ საქართველოს ნაკრების გამოვლენის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ კომენტარი გააკეთა:

„მათ მაქსიმალურად ვცემთ პატივს. ეს ის გუნდია, რომელიც ბრწყინვალე ტურნირს ატარებს, დაამარცხა პორტუგალია და ჩვენი გამოცდილებიდანაც ვხედავთ, რომ ვითარდებიან და პროგრესირებენ. ამ შეხვედრაში ჩვენი საუკეთესო თვისებები უნდა ვაჩვენოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ.

ვხედავთ, რომ მათ სათამაშო სისტემა შეიცვალეს, შეტევაში ძალიან სწრაფად გადმოდიან და ამას უნდა ვუფრთხილდეთ. პორტუგალიის დამარცხებით მიღებული მოტივაცია მათ უფრო სახიფათოს ხდის. თუ ჩემს გუნდს სურს, რომ უფრო შორს წავიდეთ, თამაშის ხარისხს აუცილებლად უნდა მოვუმატოთ“ - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც 30 ივნისს, კიოლნში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.120302