ფეხბურთი

12:24 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტ ნაკრებებს შორის ისლანდიის მიღწევა გაიმეორა

26 ივნისს ევრო 2024-ის F ჯგუფის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამგვარად, საქართველო ისტორიაში პირველად გავიდა ევროფლეი-ოფში.

Opta Sports-ის ცნობით, საქართველო გახდა მეორე დებიუტანტი გუნდი, რომელიც ევრო 2016-ზე ისლანდიის შემდეგ სადებიუტო დიდ ტურნირზე ფლეი ოფში გავიდა. შემდეგ ისლანდიამ შეძლო 1/4 ფინალში გასვლა, სადაც მასპინძლებმა და ტურნირის ფინალისტებმა, ფრანგებმა შეაჩერეს.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ფლეი ოფში მესამე ადგილიდან გავიდა, სადაც ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

0.113797