ფეხბურთი

3:07 | 27.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელი ფეხბურთელები: “მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არცერთი მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება“

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს:

პედრუ ნეტუ: “ჩვენი გეგმა გვქონდა, თუმცა პირველი გოლის სწრაფად გაშვების შემდეგ უფრო მეტად გულით ვთამაშობდით და სათამაშო გეგმას არ მივყვებოდით, მეტოქე კი დაცვაში იჯდა, რადგან იცოდა, რომ ეს შედეგი მათ ხელს აძლევდათ.“

დანილო პერეირა: “მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არცერთი მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. ვიცოდით, რომ საქართველი ძლიერი გუნდი იყო, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშობდა. ჩვენ მათ ასე თამაშის უფლება მივეცით და ორი გოლიც გავატანინეთ. ისინი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ.“

ჟოაუ პალინია: “დღევანდელი მატჩიდან ის ვისწავლეთ, რომ პორტუგალია დომინანტი უნდა იყოს. სწრაფი შეტევები საქართველოს საიდუმლო იარაღი იყო. როდესაც ბურთი გვაქვს, უკეთ უნდა ვიყოთ მომზადებულები, რადგან ხანდახან ესეც ძალიან სახიფათოა.“

დიოგუ დალო: “ძალიან ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ყოველთვის ვცდილობდით მეტოქის მესამედში სწრაფად გადავსულიყავით, მეორე ტაიმის სტარტზე გაშვებულმა გოლმა კი ჩვენი გუნდი მეტად შეარყია. საბოლოო ჯამში, ის არ გავაკეთეთ რაც უნდა გაგვეკეთებინა და სწორედ ამიტომ ვგრძნობთ პირში სიმწარის გემოს.“

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

0.11053