ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა 1/8 ფინალური წყვილი ცნობილი გახდა. რაც ყველაზე სასიხარულოა, მასში საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს და ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევრო 2024-ის 1/8 ფინალები 29 ივნისს დაიწყება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი დაპირისპირება შვეიცარიასა და იტალიას შორის შედგება საქართველოს ნაკრები კი თავის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე კიოლნში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, როგორც პირველი გამარჯვება, ასევე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატების 1/8 ფინალები:
29 ივნისი
20:00 საათი | შვეიცარია - იტალია
23:00 საათი | გერმანია - დანია
30 ივნისი
20:00 საათი | ინგლისი - სლოვაკეთი
23:00 საათი | ესპანეთი - საქართველო
1 ივლისი
20:00 საათი | საფრანგეთი - ბელგია
23:00 საათი | პორტუგალია - სლოვენია
2 ივლისი
20:00 საათი | რუმინეთი - ნიდერლანდები
23:00 საათი | ავსტრია - თურქეთი