ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის ვილი სანიოლის მიერ შერჩეული სასტარტო თერთმეტეული ცნობილია.
წინა მატჩთან შედარებით, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა - ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად ძირითადში თამაშს გიორგი ჩაკვეტაძე დაიწყებს, საბა კვირკველიას ნაცვლად დაცვაში გიორგი გველესიანი იქნება, ანზორ მექვაბიშვილის ნაცვლად ძირითადში დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი კი ლუკა ლოჩოშვილმა შეცვალა.
საქართველო (5-3-2): მამარდაშვილი - კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი - ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
პორტუგალია (3-5-2): დიოგუ კოშტა - დანილო, ანტონიო სილვა, ინასიუ - ნეტუ, პალინია, კონსეისაუ, ჟოაო ნევეში, დალო - ფელიქსი, რონალდუ.
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი გელზენკირხენის „არენა აუფშალკეზე“ 23:00 საათზე დაიწყება.