ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კომენტარი გააკეთა:
„კვარაცხელიასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, რადგან მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს. თუ საჭირო გახდება, დავსხდებით და მას შეცვლილ კონტრაქტს შევთავაზებთ, თუმცა პრობლემას ვერ ვხედავ. შეგიძლიათ ამ თემასთან დაკავშირებით რაც გინდათ ის თქვათ. ისეთებიც არიან, ვინც ფეხბურთელს კლუბთან შეტყობინების გარეშე შეთავაზებას უკეთებენ. ჩვენ შეგვიძლია მათ წესებით მოქმედებისკენ მოვუწოდოთ, მით უმეტეს თუ მათი პრეზიდენტი ევროპის კლუბთა ასოციაციაში ზის (საუბარია „პსჟ“-ს პრეზიდენტზე - რედ). უკვე აღარ მიკვირს ის, თუ ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მე ყოველთვის ვცდილობ მართალი ვიყო, რადგან მშობლებმა ასე აღმზარდეს“
შეგახსენებთ, რომ იტალიურ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას დამატებით „პარი სენ-ჟერმენი“ სერიოზულადაა დამატებული. ფეხბურთელის მამამ და მისმა აგენტმაც განაცხადეს, რომ სურთ ხვიჩას სხვა გუნდში გადატანა, რასაც „ნაპოლი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ კვარაცხელია არ იყიდება.