კალათბურთი

18:50 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯანმარკო პოცეკო: „ჩემს გუნდში ტოპ-3 მოთამაშეს შორის ერთ-ერთი შენგელია იქნებოდა“

იტალიასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯანმარკო პოცეკომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„შენგელია ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ევროლიგის გუნდს რომ ვწვრთნიდე, ის ჩემი გუნდის ასაშენებლად ტოპ-3 მოთამაშიდან ერთ-ერთი იქნებოდა. ნამდვილად საოცარი ტალანტია. საქართველოს ნაკრებს ის რომ არ ჰყოლოდა, ბევრად მარტივი მოწინააღმდეგე იქნებოდა.“ - განაცხადა პოცეკომ.

საქართველოს ნაკრები იტალიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში 68:79 დამარცხდა, თორნიკე შენგელია კი 17 ქულითა და 7 მოხსნით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ჯერ-ჯერობით თორნიკე შენგელიას მომავალი უცნობია. „ბოლონიაში“ მისი დარჩენა კვლავ სურთ, თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტნით არაერთი ევროლიგის გრანდია დაინტერესებული.

0.111807