ფეხბურთი

17:45 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ საქართველო-პორტუგალიის მატჩისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

მას შემდეგ, რაც ევრო 2024-ზე კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადასაღებად მოედანზე არაერთი გულშემატკივარი შევარდა, UEFA-მ მესამე ტურში, საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

„სტადიონის, მოედნის და გუნდების ბაზების უსაფრთხოება UEFA-ს მთავარი მიზანია, რის გამოც სტადიონებზე ისეთი შემთხვევების აღსაკვეთათ, როდესაც მოედანზე გულშემატკივარი იჭრება, ევრო 2024-ის დარჩენილ შეხვედრებში დამატებითი უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული.

მოედანზე ნებისმიერი შეჭრა დაისჯება სტადიონიდან გაძევებით, ტურნირის ყველა შეხვედრაზე დასწრების აკრძალვით და ფორმალური სასჯელით“ - წერია UEFA-ს განცხადებაში.

ამ ფაქტის შესახებ პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმაც დაიჩივლა. მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა მესამე ტურის მატჩში რამდენიმე ლიდერი დაასვენოს და შესაძლებელია, მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ საერთოდ ვერ ვიხილოთ, თუმცა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩზე, რომელიც 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება.

0.113054