ფეხბურთი

17:18 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

კარგი ამბებია საქართველოს ბანაკში. დღევანდელ ვარჯიშზე ოთარ კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და შესაძლოა მან პორტუგალიასთან მატჩში მონაწილეობის მიღება შეძლოს.

„შტურმის“ ნახევარმცველმა და ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ტრავმა მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო და მას შემდეგ არა თუ მოედანზე გამოსულა, არამედ გუნდთან ერთადაც არ უვარჯიშია. ევრო 2024-ზე გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებელ პერიოდში ის მუდმივად ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა, მეორე ტურის შეხვედრა კი ფრედ - 1:1 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს, 23:00 საათზე გელზენკირხენში გაიმართება.

0.118719