კალათბურთი

16:04 | 24.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა ესპანურ „ტენერიფესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

შერმადინი კანარის კუნძულების გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ამ დროში გუნდის ლეგენდადაც ჩამოყალიბდა:

„ტენერიფეში“ კიდევ 1 წლით დარჩენით ძალიან მოხარული ვარ, რადგან მეც და ჩემი ოჯახიც აქ კარგად და ბედნიერად ვგრძნობთ. გუნდი კარგად გამოიყურება. ჩვენ შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და ვფიქრობ, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქმეს კარგად ვასრულებდით. უკვე ხუთი წელია რაც ამ გუნდში ვარ და მოხარული ვარ, რომ აქ კიდევ მომიწევს დროის გატარება“ - განაცხადა შერმადინმა.

„ტენერიფეში“ თამაშის პერიოდში ქართველმა ცენტრმა ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ინდივიდუალურად კი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის MVP და არაერთხელ დასახელდა როგორც ACB ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში.

სამწუხაროდ, ამჟამად გიორგი შერმადინს ტრავმა აწუხებს და ის ეროვნულ ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე ვერ ეხმარება.

0.119834