ფეხბურთი

20:52 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანელი მირლინდ დაკუ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

UEFA-მ ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელი, მირლინდ დაკუ ხორვატიასთან მატჩის შემდგომ ჩადენილი ქმედების გამო, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ხორვატიასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ალბანეთის ნაკრებმა 2:2 ითამაშა და ქულა მოიპოვა, მირლინდ დაკუმ ქომაგების წინაშე მეგაფონით ჩრდილოეთ მაკედონიელები და სერბები აუგად მოიხსენია და მათი საწინააღმდეგო კომენტარები გააკეთა. ამ ქმედების გამო, ალბანეთის ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას კი ჯარიმის სახით 47 250 ევრო დაეკისრა გადასახდელი.

დაკუ ხორვატიასთან მატჩში მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა, პირველ ტურში, იტალიის წინააღმდეგ კი საერთოდ არ უთამაშია. ის თავის გუნდს 24 ივნისს, ესპანეთთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და იმ შემთხვევაში, თუ ალბანეთის ნაკრები მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირებას მოახერხებს, დაკუ 1/8 ფინალურ მატჩსაც გამოტოვებს.

0.121414