კალათბურთი

16:45 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა Quiditiano Arena-ზე მსუბუქად ივარჯიშა

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრენტოში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ პირველ ამხანაგურ მატჩს იტალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგურია, მასში გათამაშდება ტრენტოს თასი. ეს ტრადიციული გათამაშებაა, რომელიც 2002 წლიდან პერიოდულად, ზაფხულობით იმართება და მასში ძირითადად 4 გუნდი მონაწილეობს, თუმცა ამჯერად ტრენტოში 2 ნაკრები შეიკრიბა.

ტრენტოში უთამაშია საქართველოს ნაკრებს 2013 წელს, როცა ტრენტოს თასში პოლონეთი და ისრაელიც მონაწილეობდნენ. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა 11 წლის წინ იტალიასთან მატჩი 69:85 დათმო. საქართველო და იტალია ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტუნირისთვის ემზადებიან. ჩვენი გუნდი ამ ტურნირის დასრულების შემდეგ, იტალიიდან ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება და მასში მასპინძელ ლატვიასა და ფილიპინებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა ტრენტოს არენაზე 2-ჯერ ივარჯიშა. მატჩის წინა დღის ვარჯიშზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა მთელი დრო კომბინაციების დამუშავებას და ცალ ფარში სათამაშო ეპიზოდების გათამაშებას დაუთმო, დღეს კი ჩვენმა გუნდმა მსუბუქად ივარჯიშა.

საქართველოსა და იტალიის ამხანაგური მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ნაკრები ტრენტოში 14 კალათბურთელით იმყოფება:

რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო, ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე.

0.130202