11:09 | 23.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანმა ევრო 2024-ზე შვეიცარია-გერმანიის მატჩის წინ მოედნის ცუდ ხარისხზე დაიჩივლა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი უკმაყოფილოა ფრანკფურტის „დოიჩე ბანკ პარკის“ სტადიონზე მინდვრის ხარისხით. დღეს, 23 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში გერმანელები შვეიცარიელებს უმასპინძლებენ.

„მე უფრო მაინტერესებს არა ფეხბურთის თამაში, არამედ ის მაღალი რისკი, რის გამოც ფეხბურთელებმა შეიძლება ტრავმები მიიღონ.

ეს იგივეა, ზამთარში ზაფხულის საბურავებით რომ იარო. ამან ხომ შეიძლება გამოიწვიოს ავარია. არ მინდა ვინმემ ტრავმის გამო ექვსი თვე გამოტოვოს.

ეს გაზონი ძალიან ბლანტი და რბილია“, - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Sky Sport Germany.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიისა და გერმანიის მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი მსაჯი იტალიელი დანიელ ორსატო იქნება.

0.110596