ფეხბურთი

20:45 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან ჰაშეკი: “მოხარული ვარ, რომ მეტოქემ ბოლო წუთზე მომენტი ვერ გამოიყენა“

ევრო 2024-ზე საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„მინდა საქართველოს ნაკრებს და ვილი სანიოლს პირველი ქულის მოპოვება მივულოცო. ორივე გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მოედანზე დიდებული ატმოსფერო იყო.

თამაშში ვდომინირებდით, თუმცა მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. კარისკენ 26 დარტყმა ვფიქრობ, ყველაფერს თვითონ ამბობს. უნდა ვაღიარო, მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მეტოქემ ბოლო წუთზე გოლის გატანა ვერ შეძლო.

ყველა მოთამაშის ოცნებაა ასეთი საოცარი გულშემატკივრების წინაშე თამაში. ჩვენმა მოთამაშეებმა მადლობა გადაუხადეს მათ ასეთი კარგი ქომაგობისთვის, თუმცა ქართველმა გულშემატკივრებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს. სწორედ ჩვენი გულშემატკივარია ის მიზეზი, თუ რატომ გვინდა მომდევნო ეტაპზე გასვლა. სახლში წასვლა არ გვსურს“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ქულა მოიპოვა.

WORLDSPORT.GE ჰამბურგიდან

0.126004