ფეხბურთი

16:41 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა

„გვანჯუს“ ქართველმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში „დაეჯონის“ კარი აიღო და რიგით მეორე გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა თავისი გუნდი შეხვედრის დაწყებიდან მალევე, მე-6 წუთზე ჯი-სეონგ ეომის პასის შედეგად დააწინაურა, თუმცა „გვანჯუმ“ მეორე ტაიმში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი საერთოდ დამარცხდა - 1:2.

ეს ქართველი შემტევისთვის სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გოლი იყო. ბექა მიქელთაძემ პირველი გოლიც ცოტა ხნის წინ, 2 ივნისს, „სეულთან“ გამართულ მატჩში გაიტანა.

დღევანდელი მარცხის შემდეგ, „გვანჯუ“ 22 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში მათი მეტოქე ცხრილში მათ წინ მყოფი „სუვონი“ იქნება.

0.115674