12:23 | 22.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„სენსაციური ნიჭი" - არდა გიულერზე საკუთარი აზრი პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინესმა გამოთქვა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, თურქეთის ნაკრების ჭაბუკ ვარსკვლავზე, არდა გიულერზე ისაუბრა.

„არდა გიულერი სენსაციური ნიჭის პატრონია. შესანიშნავი მარცხენა ფეხი აქვს და გუნდურად თამაშიც ეხერხება. მონტელამ შექმნა ძალიან ეფექტური, სასიამოვნოდ საცქერი გუნდი, მაგრამ ჩვენ ვეცდებით გავიმარჯვოთ პორტუგალიელი გულშემატკივრების გულისთვის“, - ციტირებს მარტინესის სიტყვებს ონლაინ გამოცემა AS.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების მატჩი დღეს, 22 ივნისს დორტმუნდში გაიმართება და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.117251