ფეხბურთი

19:43 | 21.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან იურიჩმა „ტორინოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

საბა საზონოვის „ტორინოს“ ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

ხორვატი სპეციალისტის მიერ გუნდის დატოვების შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის წინ იყო გავრცელებული, თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, კლუბმა დაადასტურა.

ივან იურიჩი ტურინული კლუბის მთავარ მწვრთნელად 2021 წლიდან მუშაობდა, რა დროშიც, მისი ხელმძღვანელობით, „ტორინომ“ ჩატარებულ 122 მატჩში 45 მოგება, 41 მარცხი და 36 ფრე დააგროვა.

მომავალი სეზონიდან „ტორინოს“, რომელმაც გასული წელი მე-9 ადგილზე დაასრულა, პაოლო ვანოლი ჩაიბარებს. ვანოლიმ „ვენეციასთან“ ერთად სერია A-ში გადმოსასვლელ პლეი-ოფის ფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ დაამარცხა.

საბა საზონოვმა გასულ სეზონში ტურინული კლუბის რიგებში 12 მატჩი ჩაატარა.

0.113566