სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

18:23 | 20.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ოლიმპიადისთვის კანადის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის კანადის საკალათბურთო ნაკრებმა გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც არაერთი ვარსკვლავია წარმოდგენილი.

პარიზის ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირს ყველა დიდი ინტერესით ელოდება, დიდწილად აშშ-ის გამო, რადგან მათ კვლავ ეგრეთ წოდებული „დრიმ თიმი“ შეკრეს და მსოფლიოს უძლიერეს მოთამაშეებს უხმეს ნაკრებში. კანადელებმა გადაწყვიტეს მეზობლებს არ ჩამორჩნენ და ოლიმპიადაზე სათამაშოდ არანაკლებ ძლიერი შემადგენლობა გამოიძახეს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობაშია NBA-ის გასული სეზონის MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გასული შაი გილჯეს-ალექსანდერი, რომელმაც ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. განაცხადში მოხვდნენ NBA-ის სხვა ვარსკვლავები - ჯამალ მარი, არ ჯეი ბარეტი, ენდრიუ უიგინსი, დუაით პაუელი და დილან ბრუქსი.

ჟორდი ფერნანდესის გუნდს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილში შესვლას უწინასწარმეტყველებენ, ამერიკელი ექსპერტების აზრით, კი მათ შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიონ. ოლიმპიადის დაწყებამდე 20-კაციანი შემადგენლობიდან გუნდში 12 კალათბურთელი დარჩება.

კანადის ნაკრების შემადგენლობა:

კაილ ალექსანდერი, ნიკეილ ალექსანდერ-უოკერი, არ ჯეი ბარეტი, ტრეი ბელ-ჰეინსი, ქემ ბირჩი, ოშეი ბრისეტი, დილან ბრუქსი, ლუგენც დორტი, ზაქ ედი, მელვინ ეჯიმი, შაი გილჯეს-ალექსანდერი, მფიონდუ კაბენგელე, ტრეი ლაილსი, ჯამალ მარი, ენდრიუ ნემბჰარდი, კელი ოლეინიკი, დუაით პაუელი, ფილ სკრაბი, ტომას სკრაბი, ენდრიუ უიგინსი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115759