ფეხბურთი

13:12 | 19.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ყველა კვალი მიდის რუსეთში." პოლონეთმა რუსი ჰაკერები ევროს მაუწყებლობის ჩაშლაში დაადანაშაულა

პოლონეთის დიგიტალიზაციის მინისტრის მოადგილემ პაველ ოლშევსკიმ რუსი ჰაკერები ევრო 2024-ის მაუწყებლობის ჩაშლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჰაკერული თავდასხმა პოლონეთსა და ნიდერლანდებს შორის მატჩის დროს მოხდა და ეს პოლონური ტელევიზიის ინტერნეტ სერვისების გათიშვას ისახავდა მიზნად.

„ეს იყო ჰაკერული შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა სერვისის გამორთვას, ანუ პოლონეთის მოქალაქეებისთვის მატჩის ინტერნეტით ყურება შეუძლებელი გახდა... ყველა კვალი მიდის რუსეთში.

ეს თავდასხმა ძალიან სწრაფად მოიგერიეს“, - განაცხადა ოლშევსკიმ RMF FM-ის ეთერში.

0.112027