ხვალ, 18 ივნისს, 18:00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, დღეს კი ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები გახდა ცნობილი
ქუთაისის „ტორპედო“ 1 ჯგუფში განუთესავთა შორისაა მოხვედრილი და მისი სავარაუდო მეტოქეები „შკენდია“ (ჩრდ. მაკედონია), „ბუდოჩნოსტი“ (მონტენეგრო), „ინტერ დ’ესკალდესი“ (ანდორა), „ტირანა“ (ალბანეთი) და „ლა ფიორიტა“ (სან მარინო) იქნებიან.
„დინამო თბილისი“ მე-3 ჯგუფის განთესილთა შორის არის მოხვედრილი და მას შესაძლოა „ტორპედო“ (ბელარუსი), „აქტობე“ (ყაზახეთი), „მარსაშლოკი“ (მალტა), „მორნარი“ (მონტენეგრო) და „ტალინა კალევი“ (ესტონეთი) შეხვდეს.
იმის გამო, რომ ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა“ კონფერენს ლიგა მოიგო, „იბერია 1999“ ევროპის კონფერენს ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება.