ფეხბურთი

17:00 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: „თურქებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მარტივი შეხვედრა ექნებათ“

ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა ლობჟანიძემ თურქულ მედიასთან ისაუბრა:

„თურქეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერი ლიგაა, რომელთანაც ძალიან ბევრი და კარგი მოგონება მაკავშირებს. თურქეთის სტადიონებზე გასაოცარი ატმოსფერო იგრძნობა.

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა საოცარი გრძნობაა. ვიცით, თუ რამდენად დიდი მოვლენაა ეს ქართველი ხალხისთვის. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი ვილი სანიოლს მიუძღვის, რადგან ის პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა.

ვიცით, რომ თურქეთი კარგი გუნდია და მათთან შესახვედრად მზად ვართ, თუმცა მათ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ, რომ მარტივი შეხვედრა ექნებათ. თურქეთის ნაკრებში შესანიშნავი მოთამაშეები თამაშობენ. არდა გიულერი გასაოცარი მოთამაშეა და ვფიქრობ, ის სწორ ადგილზეა მოხვედრილი, სადაც დიდ პროგრესს განიცდის. მას სუპერვარსკვლავობისთვის ყველაფერი გააჩნია და ვფიქრობ, გახდება კიდეც.“

საბა ლობჟანიძე თურქეთში 2020-დან 2023 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში ის „ანკარაგუჯუს“, „ჰატაისპორის“ და „ქარაგუმრუქის“ ღირსებას იცავდა, გასულ წელს კი სათამაშოდ MLS-ში, „ატლანტა იუნაიტედში“ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.

0.123069