ფეხბურთი

16:17 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა „სევილია“ დატოვა

38 წლის ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა კონტრაქტის ამოწურვის შედეგად ესპანური „სევილია“ დატოვა.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, „სევილია“ მადლობას უხდის რამოსს იმ თავდადებისთვის, ლიდერობისთვის და მაქსიმალური ერთგულებისთვის, რომელიც მან ამ კამპანიის დროს გამოავლინა და წარმატებებს უსურვებს მას მომავალ პროფესიულ გამოწვევებში.

ბოლო ათწლეულების მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი „სევილიაში“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 7 გოლი და ერთი შედეგიანი პასი მიითვალა.

Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საორიენტაციო ფასი 2,5 მილიონი ევროა.

0.118043