ჭადრაკი

2:36 | 17.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნონა გაფრინდაშვილი ნიუ-იორკში კორპორატიული ტურნირის მონაწილეებს შეხვდა

ნიუ-იორკში ჭადრაკში მსოფლიოს კორპორატიული ჩემპიონატი დაიწყო, სადაც მონაწილეებს ქართველი ჭადრაკის დედოფალი, ნონა გაფრინდაშვილი ესაუბრა.

ქართველმა დიდოსტატმა, 5-გზის მსოფლიო ჩემპიონმა და 11 საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროს მედალოსანმა, ქართული ღვინისა და სამზარეულოს ფონზე მონაწილეებთან საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა, თუ რა პრობლემებს გადააწყდა საკუთარი სახელის მწვერვალზე ასატანად:

„ჭადრაკი ჩემი სამყაროა. ჭადრაკი ჩემი მსოფლიოა. მან მე ცხოვრება გამიხანგრძლივა. ასე რომ, განაგრძეთ ჭადრაკის თამაში, ის ცხოვრებას გაგიხანგრძლივებთ“ - განუცხადა ჭადრაკის დედოფალმა მონაწილეებს.

მსოფლიოს კორპორატიული ჩემპიონატი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 5 ქვეყნის 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

0.121129