ევროპის ჩემპიონატზე გასამართი პირველი მატჩის წინ, ინგლისის და სერბეთის ნაკრების გულშემატკივრები ერთმანეთს გელზენკირხენში დაუპირისპირდნენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთი ბარის წინ მოხდა. არეულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, თუმცა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა თავის არეში დაზიანება მიიღო.
ინგლისისა და სერბეთის მატჩი 23:00 საათზე გაიმართება.