ფეხბურთი

14:58 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

დრაგან სტოიკოვიჩი: „ბელინგემი მომავალში „ოქროს ბურთს“ აუცილებლად მოიგებს“

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა, მისი და ინგლისის ნაკრებთა მატჩის წინ, ინგლისელთა ლიდერზე ჯუდ ბელინგემზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„ჯუდი შესანიშნავი ყმაწვილია და მომავალში უცილობლად მოიგებს „ოქროს ბურთს“. ის შთამბეჭდავი მოთამაშეა. მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ძლიერია და ნამდვილი ტალანტია, რაც „რეალში“ დაამტკიცა კიდეც.

ბელინგემი ყოველ მატჩში ავლენს თავის გამორჩეულ თვისებებს. ერთი ეგაა, რომ ის ინგლისისთვის კია შესანიშნავი, მაგრამ ჩვენთვისაა ცუდი“, - ასე ნახევრადირონიული კომენტარი გააკეთა სტოიკოვიჩმათან Eurosport-თან.

გასულ 2023/24 წლების სეზონში ბელინგემმა მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში გამართულ 42 მატჩში, 23 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.

20 წლის ტალანტს ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა და ამ დროისთვის გამართულ 29 მატჩში, 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს ანგარიშზე.

სერბეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩი ევრო-2024-ზე, დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ამ გუნდებთან ერთად C ჯგუფში სლოვენია და დანიაა.

0.10332