ფეხბურთი

0:57 | 16.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოქმედმა ჩემპიონებმა ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყეს

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე იტალიისა და ალბანეთის მატჩით დაიხურა, რომელშიც მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, იტალიის ნაკრებმა ალბანეთი 2:1 დაამარცხა.

ამ მატჩში ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. ნედიმ ბაირამიმ დიმარკოს მოწოდებული აუტის შედეგად იტალიის დაცვაში გამოწვეული არეულობით ისარგებლა და 23-ე წამზე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - 0:1.



„სკუადრა აძურა“ გონს მალევე მოეგო და მე-11 წუთზე ლორენცო პელეგრინის ჩაწოდებულს ალესანდრო ბასტონი დაუხვდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

გატანილი გოლის შემდეგ იტალიამ ზეწოლა გააძლიერა და მე-16 წუთზე ნიკოლო ბარელამ შესანიშნავი მოჭრილი დარტყმით მოქმედი ევროპის ჩემპიონი წინ გაიყვანა.



მატჩის მეორე ნახევარში ალბანეთი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, 90-ე წუთზე კარგი მომენტიც ჰქონდა. თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და საბოლოოდ შეხვედრა მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფის პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა ხორვატია 3:0 დაამარცხა. იტალიის ნაკრები მომავალ მატჩს 20 ივნისს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხორვატიისა და ალბანეთის მატჩი კი 19 ივნისს შედგება.

იტალია 2:1 ალბანეთი - ბასტონი (11), ბარელა (16) - ბაირამი (1)

სიგნალ იდუნა პარკი - დორტმუნდი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

იტალია (4-2-3-1): დონარუმა - დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დიმარკო (დარმიანი - 83) - ჟორჟინიო, ბარელა (ფოლორუნშო - 92) - ფრატეზი, პელეგრინი (კრისტანტე - 77), კიეზა (კამბიასო - 77) - სკამაკა (რეტეგი - 83).

ალბანეთი: (4-3-3)
სტრაკოშა - ჰისაი, ჯიმსიტი, აიეტი, მიტაი - ასლანი, რამადანი, ბაირამი (მუჩი - 87) - ასანი (ჰოჯა - 68), სეფერი (ლაჩი - 68), ბროია (მანაი - 76).

B ჯგუფი
ესპანეთი 1 0 0 3 3/0 1
იტალია 1 0 1 3 2/1 2
ალბანეთი 0 0 1 0 1/2 3
ხორვატია 0 0 1 0 0/3 4
0.127014