ფეხბურთი

19:22 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებულ 11-ეულშია

ცნობილმა სატრანსფერო საიტმა, Transfermarkt-მა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებებიდან, 11 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშისგან შემდგარი გუნდი გააკეთა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამაც დაიკავა ადგილი.

Transfermarkt-მა თერთმეტეული ყველა ქვეყნიდან 1 მოთამაშის მიხედვით შეადგინა. სატრანსფერო საიტის მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს და ის შეტევის მარჯვენა ფლანგზე კილიან მბაპესა და რაფაელ ლეაოს გვერდითაა გამწესებული. ქართველი შემტევი ღირებულებით 5 ფეხბურთელს ჩამორჩება.

კვარაცხელიას გარდა 11-ეულში გრეგორ კობელი (შვეიცარია), ანდრეას კრისტენსენი (დანია), ალესანდრო ბასტონი (იტალია), იოშკო გვარდიოლი (ხორვატია), როდრი (ესპანეთი), ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), ფლორიან ვირცი (გერმანია), რაფაელ ლეაო (პორტუგალია) და კილიან მბაპე (საფრანგეთი) მოხვდნენ.

0.137096