ფეხბურთი

18:55 | 15.06.2024 | ნანახია NaN - ჯერ

შვეიცარიამ ევრო 2024 დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო

ევროპის ჩემპიონატზე მეორე დღის პირველი და A ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც შვეიცარიამ უნგრეთი დაამარცხა.

შეხვედრა შვეიცარიელთა უპირატესობით დაიწყო და ძალიან მალევე, მე-12 წუთზე მიხელ ებიშერის მიერ გაკეთებული შესანიშნავი გადაცემის შედეგად კვადვო დუა ერთი-ერთზე დარჩა და ანგარიშიც გახსნა. თავდაპირველად, თამაშგარის გამო გოლი არ ჩაითვალა, თუმცა ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ დუას გოლი ვალიდურად იქცა და შვეიცარია დაწინაურდა 1:0


წითლებმა მეტოქეზე ზეწოლა განაგრძეს და ტაიმის მიწურულს საგოლე პასის ავტორმა, „ბოლონიელმა“ მიხელ ებიშერმა შესანიშნავი დარტყმით გუნდი ორი ბურთით დააწინაურა - 2:0.



მეორე ტაიმში უნგრეთმა შედარებით უკეთ დაიწყო თამაში, თუმცა გუნდს მომენტების შექმნა მაინც უჭირდა. ამის მიუხედავად, მატჩის 66-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის მიერ გაკეთებულ გადაცემას ბარნაბას ვარგა გამოეხმაურა და სხვაობა შეამცირა 1:2.

დარჩენილ დროში უნგრეთის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა, მატჩის მიწურულს კი ბრილ ემბოლომ მატჩს წერილი დაუსვა და შეხვედრა საბოლოოდ შვეიცარიელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

უნგრეთი 1:3 შვეიცარია

ვარგა (66) - დუა (12), ებიშერი (45), ემბოლო (90+3)

რაინენერჯიშტადიონი - კიოლნი

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

უნგრეთი (3-4-2-1): გულაჩში - ლანგი (ბოლა - 46), ორბანი, ა. შალაი (დარდაი - 79) - ფიოლა, ნაგი, შეფერი, კერკეჟი (ადამი - 79) - სობოსლაი, რ. შალაი - ვარგა.

შვეიცარია (3-4-2-1): ზომერი - შერი, აკანჯი, როდრიგესი - ვიდმერი (სტერგიუ - 68), ჯაკა, ფროილერი (სიერო - 86), ნდოიე (რაიდერი - 86) - ებიშერი, ვარგასი (ემბოლო - 74) - დუა (ამდუნი - 68).

A ჯგუფი

გერმანია 1 0 0 3 5/1 1
შვეიცარია 1 0 0 3 3/1 2
უნგრეთი 0 0 1 0 1/3 3
შოტლანდია 0 0 1 0 1/5 4


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:08 | 09.12.2017
sandrinio10 (1411)

უნდა შეიცვალოს ფედერაცია, შიოს ღირსეულია, რა შუაშია ვინ ვისი ძმაკაცია, შიოს ბიოგრაფიას გადახედეთ და მერე ილაპარაკეთ. შიო უნდა გახდეს პრეზიდენტი. სამარცხვინო კალათბურთის ფედერაციაა გვყავს , რომლებიც აზრზე არ არიან არაფრის. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ ზაფხულს ევრობასკეტზე წასვლა მინდოდა და მივედი ფედერაციაში (სული ბარდაგი) , ბილეთები რომელი საიტიდან იყიდებოდა ეგ არ იცოდნენ ,მეტს აღარ გავაგრძელებს .

15:55 | 09.12.2017
zanzibari (457)

ცვლილებები საჭიროა მაგრამ არ უნდა მოხდეს სულ ერთიდაიგივე დაპირებები კარგია ოღონდ სკამზე დაჯდომის მერე რატომღაც ივიწყებენ მონიტორინგი ერთგვარი კონტროლი დაპირებულის არ შესრულების შემთხვევაში დატოვოს თანამდებობები არ ვიცი როგორც ცივილურ ქვეყნებშია გაწეროს პირველი 100 დღე ან 6 თვე რას შეცვლის და გააკეთებს არ შეასრულებს და დადოს პირობა რომ ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი.

15:49 | 09.12.2017
miqelaa (298)

ყველასი რა მოგახსენოთ, მაგრამ ზაზა რო იბრძვის თავისი ახლობელი კალათბურთელების საქმეში ჩართვით, ეს ფაქტია და უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო ფაქტია.
ახლა გაახსენდათ ჯიგრებს, რომ პრობლემებია კალათბურთში.

16:35 | 09.12.2017
buska (1193)

Da guraspauli meramde celia tvlac ameria federaciashi gaaketa rame kalatburtis cinsvlistvis?

14:46 | 09.12.2017
ben10 (575)

სამაგიეროდ გურასპაულს ხო უჭერს მხარს საბონისი და თავისივე ჰაილაითები მერანის შემადგელობაში 1992 წელს? მაგარი დაკა-დაკა იქნება პირდაპირი გაგებით...

14:43 | 09.12.2017
Beka-1991 (596)

ყველა შიოს უჭერს მხარს კალათბურთელები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060447
სარეკლამო ადგილი - 99
X x X