კალათბურთი

21:41 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს პლეიოფის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიას“ ლიდერი, თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს პლეიოფის Dream Team-ში, ანუ სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

შესანიშნავი თამაშის შედეგად, შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ ზედიზედ მეოთხედ, ფინალში გასვლაში დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი პლეიოფში მხოლოდ ¼ ფინალის მესამე მატჩში ჩაერთო, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ფინალში გასვლაში.

თორნიკე შენგელიამ პლეიოფის განმავლობაში საშუალოდ მოედანზე გატარებულ 24.1 წუთში 13.3 ქულას (46.3% ორქულიანი, 34.5% სამქულიანი, 79.2% საჯარიმოები), 4.5 მოხსნას და 2.5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, მისი რეიტინგის მაჩვენებელი კი 13.6 ქულას უდრიდა. „ვირტუს ბოლონია“ ფინალურ სერიაში „მილანთან“ 1:3 დამარცხდა. ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 17 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.

პლეიოფის სიმბოლურ გუნდში შენგელიასთან ერთად მისი თანაგუნდელი ალესანდრო პაიოლა და სამი მილანელი - შეივონ შილდსი, ნიკოლა მიროტიჩი და ნიკოლო მელი მოხვდნენ.

0.101989