ფეხბურთი

16:35 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მატს ჰუმელსმა „დორტმუნდი“ დატოვა

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა, „დორტმუნდმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა გუნდი დატოვა.

35 წლის გერმანელ მცველს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ჩატარებული 508 მატჩის შემდეგ „დორტმუნდი“ ოფიციალურად დატოვა.

ჰუმელსი ბორუსიას ღირსებას ჯერ 2008-2016, შემდეგ კი 2019-2024 წლებში იცავდა, რა დროშიც 38 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. „დორტმუნდმა“ გასული სეზონი ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზე დაასრულა, ჩემპიოთა ლიგაზე კი ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც „რეალ მადრიდთან“ დამარცხდა.

0.12767