ფეხბურთი

12:55 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ფრანგია, მაგრამ სანიოლი ჩვენი ეროვნული გმირია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა ფრანგულ მედიასთან ვილი სანიოლზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სანიოლი საქართველოს ეროვნული გმირია.

„ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვართ და შედეგი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. სანიოლზე ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია. დისციპლინა, სამუშაო ეთიკა, ტაქტიკა, რომელიც გუნდში დანერგა, კარგად მუშაობს. თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით. შემიძლია ის ძალიან შევაქო, მაგრამ თანაგუნდელები დამცინებენ, მწვრთნელზე ამდენ კარგს რომ ვლაპარაკობ (იღიმის - რედ). თუმცა, მასზე მისი შედეგები მეტყველებენ. ის ერთ-ერთი ეროვნული გმირია, ფრანგია, მაგრამ ეროვნული გმირია“, - თქვა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.141405