ფეხბურთი

11:04 | 14.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი დანილო იქნება

ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკის ტურნირზე დანილო უკაპიტნებს. გადაწყვეტილება „სელესაოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟუნიორ დორივალმა მიიღო.

მან არჩევანი დანილოსა და მარკინიოსს შორის გააკეთა და „იუვენტუსის“ მცველი არჩია. დანილოს ბრაზილიის ნაკრებში 2011 წლიდან დღემდე 57 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დანილო 2023 წლიდან „იუვენტუსის“ კაპიტანიცაა.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე კოლუმბიის, პარაგვაის და კოსტა რიკის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.117007