საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე „ზანკტ პაულიში“? გერმანული კლუბის ვებგვერდზე, თავდამსხმელების გრაფაში ქართველი თავდამსხმელის სახელი და გვარიც გამოჩნდა.
მალევე „ზანკტ პაულის“ ვებგვერდზე ეს ინფორმაცია წაიშალა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. Bild-ის ცნობით, ჰამბურგულ კლუბში ეს ამბავი ტექნიკური შეცდომით ახსნეს. ჯერჯერობით, სხვა დეტალი ცნობილი არაა.
ისე კი, შეიძლება იმის გახსენება, რომ ზივზივაძე სანამ „კარლსრუეში“ გადავიდოდა, მისი შეძენა სწორედ „ზანკტ პაულის“ სურდა, თუმცა მაშინ „ფეჰერვარმა“ ქართველი ფორვარდი გერმანიაში არ გაუშვა.
აქვე გეტყვით, რომ „ზანკტ პაული“ მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს. ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის გასულ სეზონში 12 გოლის გატანა მოახერხა.