ფეხბურთი

17:02 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ედინ ტერზიჩმა დატოვა

ედინ ტერზიჩმა დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ახალგაზრდა სპეციალისტმა გადაწყვეტილება თავისი ნებით მიიღო.

41 წლის მწვრთნელმა დორტმუნდი 2020 წელს დროებით ჩაიბარა, თუმცა, 2022 წლიდან უკვე სრულფასოვნად შეუდგა მუშაობას. მას სხვა კლუბში მუშაობის გამოცდილება არც აქვს.

“დორტმუნდმა” ტერზიჩის ხელმძღვანელობით 2021 წელს გერმანიის თასი მოიგო, ხოლო წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა. გარდა ამისა, 2022-2023 წლების სეზონში ძალიან ახლოს იყო ბუნდესლიგის მოგებასთან, მაგრამ ტიტული ხელიდან ბოლო ტურში გაუშვა.

ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის ტერზიჩს “დორტმუნდში”.

0.116368