ხორვატიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, დარიო სრნამ გერმანიაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩექმების პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის გვჯერა ხორვატიის. მჯეროდა, რომ შეგვეძლო ევროპის ჩემპიონატის მოგება ავსტრია-შვეიცარიაში, შემდეგ საფრანგეთში. ხორვატია ძალიან საშიში მეტოქეა, შესანიშნავი ფეხბურთელებით.
ჩვენ მცირე ერი ვართ, მაგრამ გუნდურად ძლიერი. წლეულს წყალბურთში მორიგი მსოფლიო ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ფეხბურთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ და ამიტომ მოლოდინი დიდია. ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ“, - ციტირებს სრნას სიტყვებს FourFourTwo.
ხორვატიის ნაკრების მეტოქეები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში იტალიის, ესპანეთისა და ალბანეთის ნაკრებები არიან.