„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა ევრო 2024-ის ფავორიტებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ორი ფავორიტი ინგლისი და საფრანგეთი არიან. ისინი ყველა სხვაზე შორს წავლენ. გერმანია? არ ვფიქრობ, რომ ამ ტურნირს მოიგებენ, მაგრამ ტიტულთან შეიძლება ახლოს იყვნენ, რადგან საშინაო უპირატესობა ექნებათ.
მთავარ ფავორიტად მაინც ინგლისის ნაკრები მიმაჩნია. ჯუდ ბელინგემი ამ დროისთვის ლა ლიგის საუკეთესო მოთამაშეა. ჰარი კეინი გერმანიის საუკეთესო ბომბარდირი“, - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით.