ფეხბურთი

10:24 | 13.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე - ევროს შესახებ: „ეს არის ერთადერთი თასი, რომელიც ჯერ არ მომიგია საფრანგეთის ნაკრებთან ერთად“

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ ევრო 2024-ის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ეს იქნება წარმოუდგენელი გამოცდილება. კიდევ ერთი შესაძლებლობა დავწერო თავი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. მე მზად ვიქნები. ევროპის ჩემპიონატის მოგება ძალიან რთულია. ყველა გუნდი ძალიან ძლიერია. გიჟური ჯგუფი გვყავს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ევროპის ჩემპიონატის მოგება მინდა. ეს არის ერთადერთი თასი, რომელიც ჯერ არ მომიგია ეროვნულ ნაკრებთან ერთად“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Football on TNT Sports.

25 წლის თავდამსხმელმა მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში 79 მატჩი ჩაატარა, რომელებშიც 47 ბურთი გაიტანა და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2020/2021 წლების ერთა ლიგა მოიგო.

0.127347