ჯენარო გატუზო სპლიტის „ჰაიდუკის“ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ხორვატიული გუნდის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა სპლიტელებთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ჯენარო გატუზო ბოლოს „მარსელში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „სიონის“, „პალერმოს“, „ოფის“, „პიზას“, „მილანის“, „ნაპოლის“, „ფიორენტინას“ და „ვალენსიას“ მწვრთნელი იყო.