ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „ინტერ მაიამი“ მის კარიერაში ბოლო კლუბი იქნება. როგორც არგენტინელმა აღნიშნა, ფეხბურთი უყვარს და ეშინია, რომ ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება.
„ვფიქრობ, რომ „ინტერ მაიამი“ ჩემს კარიერაში ბოლო კლუბია. არ ვარ მზად ფეხბურთის დასატოვებლად, მთელი ცხოვრებაა ამას ვაკეთებ. ბურთით თამაში მიყვარს, ვერთობი ვარჯიშებზე, ყოველდღიურად, ცხოვრებაში. დიახ, არსებობს შიში, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.