ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა მერვედფინალში ფრანგი მაქსიმ ჟანვიე საათსა და 17 წუთში, ორ სეტში, 7:5, 6:1 დაამარცხა. მხოლოდ პირველ სეტში იყო ბრძოლა, მეორე სეტი კი, ქართველმა ძალიან ადვილად მოიგო.
ბასილაშვილს არც ეისი ჰქონდა და არც ორმაგი შეცდომა, ხოლო ფრანგმა 6 ეისი მიითვალა, თუმცა 7 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის ჩელენჯერზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო ორი შეხვედრა, ძირითად ბადეშიც ორი გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგს დაუპირისპირდება - უგო გასტონს ან კლემენ ტაბუს.