ფეხბურთი

15:27 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებს პავლოვიჩი გამოაკლდა, რომელიც ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს

გერმანიის ნაკრებს ალექსანდრ პავლოვიჩი გამოაკლდა. მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს ტონზოლიტი აწუხებს და ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პავლოვიჩს ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა ადრეც ჰქონდა და მარტის სანაკრებო შეკრებაც გაუცდა. იულიან ნაგელსმანმა ნიჭიერი ნახევარმცველის ნაცვლად ნაკრებში "დორტმუნდის" ფეხბურთელი ემრე ჯანი გამოიძახა.

20 წლის ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში ახალი სახეა და ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული „ბუნდესნაკრებში“. აღსანიშნავია, რომ პავლოვიჩს სერბეთის ნაკრებში თამაშიც შეეძლო, თუმცა მან გერმანია აირჩია.

0.113833